ჯარას ველური თაფლი

წარმოგიდგენთ მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს „ჯარას თაფლს“.

ჯარას ველური თაფლი
წარმოგიდგენთ მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს „ჯარას თაფლს“

————–

რა არის ჯარას თაფლი?

ჯარას თაფლი არის 100%-ის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ველურ გარემოში ადამიანის მინიმალური ჩართულობით მიიღება. ხის მორებში მოწყობილ ბუნებრივ სკებში ფუტკარი ჯერ ფიჭას აშენებს ხოლო შემდეგ მას თაფლით ავსებს.

ქართველებმა ჯარას ველური თაფლის შეგროვება რამდენიმე ათეული საუკუნის წინ დაიწყეს. თავდაპირველად ბუნებაზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ფუტკარი ძირითადად ხის ფუღუროებში ბინადრობდა. ჩვენმა წინაპრებმა მათი მოშინაურება ისე გადაწყვიტეს, რომ ველური ფუტკრის ცხოვრების წესი ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ. ამიტომ სკებს ხის მორებისგან ამზადებდნენ და ხეებზევე ამაგრებდნენ. მეღვინეობა ხარება ამ ტრადიციას დღემდე უცვლელად ინარჩუნებს და ქმნის შესაძლებლობას დავაგემოვნოთ თაფლის ის სახეობა, რომელიც თავდაპირველად ბუნებამ ადმიანისგან დამოუკიდებლად შექმნა.

რატომ არის ჯარას თაფლი განსაკუთრებული?

ჯარას თაფლს კავკასიური მთის რუხი ფუტკარი ქმნის. მისი ხორთუმის სიგრძე სხვა ჯიშის ფუტკრებთან შედარებით ნახევარი მილიმეტრით გრძელია და 7.2 მილიმეტრს შეადგენს. ეს კი მას საშუალებას აძლევს, რომ ნექტარი ყვავილის ბუტკოს სიღრმიდან ამოიღოს.

თაფლის შეგროვება დასავლეთ საქართველოში სოფელ მუხურში ხდება. ამ არეალში ფლორა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. მუხურში 10-მდე თაფლოვანი მცენარე ხარობს, რაც თაფლში უნიკალური გემოებისა და ვიტამინების თავმოყრას უწყობს ხელს.

ჯარას თაფლი არამარტო გემოვნური, არამედ სამკურნალო თვისებებითაც, კერძოდ აჯანსაღებს კუჭის მოქმედების სისტემას, სხეულიდან გამოდევნის მავნე ბაქტერიებს და ზრდის ენერგიულობას.

ბიოსერტიფიცირება

მეღვინეობა ხარებას „ჯარას თაფლი“ ბიოსერტიფიცირებულია „კავკასერტის“ მიერ, კვლევები კი გავლილია გერმანულ და ჰოლანდიურ ლაბორატორიებში.

 

ასე გამოიყურება ბუნებრივი სკა ⇒